Monday, January 28, 2013

სწრაფი კვება იმდენად მოედო მსოფლიოს, რომ შეიძლება მას "იმპერიაც კი ვუწოდოთ". მან მრავალ ქვეყანაში ტრადიციული სამზარეულოც კი განდევნა. ალბათ ბევრი თქვენგანი თვლის, რომ სწრაფი კვება ამერიკელებმა გამოგიონეს, მაგრამ ეს ასე არაა. ასეთ საჭმელს ჯერ კიდევ რომაელები მოიხმარდნენ, მაგრამ იგი მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტით იყო დამზადებული.
რა ზიანს გვაყენებს სწრაფი კვების პროდუქტები

სწრაფი კვებისას ადამიანი ჭამს ჰოთდოგს, ჰამბურგერს, შაურმას, ჩიფსს და სხვა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ისეთი გემრიელია, რომ ჩვენ ჭამის დროს არც კი ვუფიქრდებით, რომ ასეთი საკვების დიდი რაოდენობით მიღებით საშინელ საფრთხეში ვაგდებთ ჩვენ ორგანიზმს.
სწრაფი კვების პროდუქტებით ჩვენ ძირითადად ქუჩაში ვიკვებებით.

რა ზიანს გვაყენებს სწრაფი კვების პროდუქტები


ასეთ კვებას ბევრი უარყოფითი მხარე გააჩნია. სიჩქარეში საკვებს კარგად არ ვღეჭავთ და კუჭში ხვდება მექანიკურად (პირის ღრუში ღეჭვისას ხდება საკვების მექანიკური დამუშავება) დაუმუშავებელი და ნერწყვით გაუჟღენთავი(ნერწყვით იწყება საკვების ქიმიური დამუშავება) ლუკმები. ამიტომ სწრაფი კვება ხშირად გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, შეკრულობის მიზეზი ხდება. ქუჩაში კვებისას ვერ ვიცავთ ჰიგიენას და შეიძლება ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს სალმონელოზის, დიზენტერიისა და სხვა დაავადებათა გამომწვევი ჭიის კვერცხები.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიზარდა ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვი, რასაც მეცნიერები სწორედ სწრაფ კვებას უკავშირებენ. საქმე ისაა, რომ როგორც წესი, ეს საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით კალორიებს, მდიდარია ქოლესტერინით, ღარიბია ვიტამინებით, მასში დარღვეულია ბალანსი ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწლებს შორის. ასევე ყველასათვის ცნობილია ალბათ ისიც, რომ მაკდონალდში დამზადებული საკვებიც არაა სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისათვის. 

No comments:

Post a Comment