მაკდონალსი
მაკდონალდსი, დღესდღეობით, სწრაფი კვების ერთერთი ყველაზე დიდი რესტორანია. მსოფლიოს მასშტაბით, ის ყოველდღე 47 მილიონ ადამიანს ემსახურება. ტრადიციულად, მისი მენიუ წარმოდგენილია ჰამბურგერით, ჩიზბურგერით, ქათმისგან დამზადებული საკვებით, შემწვარი კარტოფილით, გამაგრილებელი სასმელებითა და დესერტით. ტრადიცია კი სათავეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველი ნახევრიდან იღებს. 1940 წელს, ძმებმა დიკ და მაკ მაკდონალდებმა გახსნეს რესტორანი სან ბერნანდინოში, კალიფორნიაში. თავიანთ “სწრაფი მომსახურების სისტემაში”( “Speedee Service System”), 1948 წელს, მათ წარმოადინეს სწრაფი კვების თანამედროვე ინდუსტრიის ძირითადი პრინციპები. თავდაპირველად, მაკდონალდსის სახედ ითვლებოდა კაცუნა, სახელად “Speedee” -მზარეულის ქუდითა და ჰამბურგერის თავით; მოგვიანებით კი, ის რონალდ მაკდონალდმა – ანუ ფერადკოსტიუმიანმა მასხარამ შეცვალა.
“მაკდონალდსის” სახელით რესტორანი პირველად 1961 წლის 4 მაისს გამოჩნდა. მისი აღწერილობა ასეთი იყო: “Drive-In Restaurant Services”- ანუ მანქანში მომსახურება. ბრენდის ცნობილი სიმბოლო “M” 1968 წელს შეიქმნა. მას დღესაც იყენებენ ამ ქსელის რესტორნები მსოფლიოს მასშტაბით. მაკდონალდსის პირველი რესტორნები აშშ-ში, კანადაში, კოსტარიკაში, პანამაში, იაპონიაში გაიხსნა. დღესდღეობით, მსოფლიოს 119 ქვეყანაში ამ სახელწოდების 31 000 რესტორანი ფუნქციონირებს, სადაც 1,5 მილიონი ადამიანია დასაქმებული. კომპანია ფლობს განსხვავებული, არასტანდარტული სახის რესტორნებსაც. მაგალითად, “McDrive”, რომელსაც მანქანის გასაჩერებელი სპეციალური სადგურები აქვს; ან თემატური რესტორანი “Solid Gold McDonald’s”-აქ 50-იანი წლების როკენროლს შეგიძლიათ მოუსმინოთ; ვიქტორიის შტატში კი საშუალება მოგეცემათ 24-კარატიანი ოქროს ჭაღით განათებულ მაკდონალდსში მიირთვათ; “McCafé”-ში საუკეთესო ხარისხის ყავით გაგიმასპინძლდებიან; სპეციალურად მძღოლებისა და მოგზაურებისთვის კი სატვირთო მანქანების გაჩერებებთან ახლოს გახსნილია “McStop”.
2006 წელს, დიდი რეორგანიზაციის შემდეგ, მაკდონალდსი აღიარეს, როგორც “მარად ახალგაზრდა” ბრენდი. ახალი დიზაინით, ტრადიციული წითელი და ყვითელი ფერები შეცვალეს ოქროსფრითა და სტაფილოსფრით, რომ უფრო “მზიანი”, ნათელი იერი მიეცათ მისთვის. რესტორნების კედლები დაამშვენეს თანამედროვე მხატვრობისა და ფოტოგრაფიის ნიმუშებით, პლასტმასის ინვენტარი კი ხითა და აგურით შეცვალეს. რესტორნები დაიყო ზონებად: ოჯახებისთვის-სავარძლებითა და მოსახერხებელი ბალიშებით მოწყობილი; ე.წ. “მოქნილი” ზონა – ბარითა და მაღალი სკამებით; აგრეთვე, სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოყვარულთა ზონებად და ა.შ.
2000 წლიდან მაკდონალდსმა დაიწყო გარემოს დაბინძურების პრობლემაზე ზრუნვა. მან დაიწყო ნედლეულის გადამუშავება და მისგან ახალი პროდუქტის მიღება. მაგალითად, მცენარეული ცხიმისგან სატვირთო მანქანის ზეთის წარმოება. ელექტროენერგიის მომხმარების შესამცირებლად, 2000 წელს, შვედეთში, ქსელმა გახსნა რესტორანი, რომელიც იყენებდა ცის ბუნებრივ განათებას, მაგიდები კი მეორეული ნედლეულისგან იყო დამზადებული.

მაკდონალდსს სწრაფი კვების ინდუსტრიის გლობალიზაციის გამო ხშირად აკრიტიკებენ. 1999 წელს ფრანგი ანტიგლობალისტი ჟოზე ბოვე შეიჭრა რესტორნის ნახევრადაშენებულ შენობაში, რათა პროტესტი გამოეხატა მის რეგიონში სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობის გამო.
კომპანიას, ასევე, ბრალს სდებენ, რომ ის მომხმარებელს არაჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს, რაც დასავლეთის ქვეყნებში გავრცელებული ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემების ერთერთი გამომწვევი მიზეზია. სწორედ ამის გამო, მაკდონალდსმა მენიუს დაამატა სალათები და ხილი. გაერთიანებულ სამეფოში მაკდონალდსის ქსელის ხელმძღვანელმა, სტივ ისტერბრუკმა განსაკუთღებით პრეტენზიულ ბრიტანელ მომხმარებლებზე თქვა: “ მათ ყველაზე მეტად ხარისხი და ეთიკური მხარე აინტერესებთ იმ პროდუქტისა, რომელსაც მიირთმევენ”.

სწორედ იმის გამო, რომ მაკდონალდსი გლობალიზაციასთან ასოცირდება, გაჩნდა ტერმინი “მაკდონალდიზაცია”. დამკვიდრდა ე.წ. “Big Mac Index”. ის გულისხმობს, რომ სხვადსხვა ქვეყანაში “ბიგ მაკის” ფასი შეიძლება ქვეყნის მსყიდველთუნარიანობის არაფორმალური მაჩვენებელი გახდეს. მაგალითად, ბიგ მაკიყველაზე ძვირი ნორვეგიაში ღირდა 2008 წლის ივლისში, ყველაზე იაფი კი-მალაიზიაში.
ზოგი მკვლევარი თვლის, რომ kომპანია ჯილდოს იმსახურებს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარძე მომსახურების სტანდარტის ამაღლების გამო. ამ მხრივ, განაკუთრებით გამოყოფენ აღმოსავლეთ აზიას, კერძოდ, ჰონგ კონგს. ამ ქვეყანაში მაkდონალდსმა პირველი რესტორანი 1975 წელს გახსნა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს ჰონგ კონგში სუფთა და მოწესრიგებულ ინტერიერს სთავაზობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მაკდონალდსმა თანამშრომლობა დაიწყო Sinopec-თან, ჩინეთის სიდიდით მეორე სანავთობო კომპანიასთან. დაბოლოს, მაკდონალდსის ქსელმა საფრანგეთში, ლუვრის მუზეუმთან მიაღწია ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, 2009 წლის ბოლოს, ლუვრის ერთერთ შესასვლელთან გაიხსნება მაკდონალდსის რესტორანი და McCafé. აქედან გამომდინარე, ეს აღარ არის უბრალოდ სწრაფი კვების ობიექტი. მაკდონალდსი არის მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი მთელი სისტემა, რომელიც ბევრისთვის უფრო მეტია ვიდრე “Speedee Service System”. თუ Thomas Friedman-ის სიტყვებს გავიხსენებთ: ” No country with a McDonald’s had gone to war with another”.

No comments:
Post a Comment