Wednesday, January 30, 2013


          წრაფი კვების ობიექტები ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა: ფარდულებში იყიდებოდა ცომის ფირფიტები, რომლებსაც ზეითუნის ზეთი ესვა. ასეთივე ლავაშები იყიდებოდა ძველი ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებში. თანამედროვე ფასთ-ფუდის ინდუსტრია კი XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოცენდა. 1921 წელს ამერიკაში, კანზასის შტატში, დაარსდა კომპანია White Castle, რომელიც გასაოცარი სიდიდის ჰამბურგერებს ყიდიდა. მათი ზომა ისე იზიდავდა მომხმარებლებს, რომ კომპანიის კვების ობიექტებთან მუდამ რიგი იდგა. დაახლოებით 20 წელი კომპანია კონკურენციის გარეშე მუშაობდა, 40-იან წლებში კი McDonald’s-ის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. McDonald’s-ი დღემდე ფასთ-ფუდების უდიდესი ქსელის მფლობელია მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ხანია, ნაჯერი ცხიმებისა და მაღალკალორიული კომპონენტების გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.


ფასთ-ფუდი და ჯანმრთელობა



          მასაჩუსეტის კვების სამედიცინო საზოგადოების თანახმად, ფასთ-ფუდი განსაკუთრებით მაღალკალორიულია, იწვევს გაცხიმოვნებას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. საკვები შეიცავს კანცეროგენული თვისების მქონე ტრანსცხიმებს (მარგარინი, კომბიცხიმი) და ასევე კანცეროგენულ აკრილამიდს. გამაგრილებელ სასმელებში შაქრის მაღალი შემცველობაა, რაც საშიშია არა მხოლოდ კალორიულობის, არამედ დიაბეტის განვითარების მაღალი ალბათობის გამოც. ფასთ-ფუდებში რეგულარული კვება არღვევს კალციუმის შეწოვას. საზოგადოდ, სწრაფი კვების მავნეობა 3 ძირითად ფაქტორს უკავშირდება:
  • ცხიმების, მარილისა და შაქრის ჭარბ შემცველობას, საკვების მაღალ ენერგეტიკულ ღირებულებას;
  • უჯრედისით ღარიბ პროდუქტებს;
  • ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებ შემცველობას.
            რაც შეეხება კანცეროგენულობას, აუცილებელია დავაზუსტოთ: კანცეროგენულია არა თვით საკვების კომპონენტები, არამედ მათი მომზადების ტექნოლოგია. წონის მატებას ამგვარი საკვები ნამდვილად იწვევს – მისი მომზადებისას გამოყენებული ტრანსცხიმები (ცხიმოვანი მჟავების არანატურალური იზომერები) ჩვეულებრივ ცხიმებზე გაცილებით ნელა და ძნელად იშლება. წინათ მიაჩნდათ, რომ ის მხოლოდ მავნე ქოლესტერინის დონეს ზრდიდა, ბოლოდროინდელი გამოკვლევები კი ადასტურებს, რომ ქოლესტერინთან ერთად იზრდება სისხლში ნახშირწყლების, კერძოდ, გლუკოზის დონეც, ყალიბდება ინსულინრეზინსტენტობა და იმატებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობა. ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ დანიაში აბსოლუტურად აკრძალეს ყველა ის პროდუქტი, რომელიც ტრანსცხიმებს შეიცავს, აშშ-ში კი მწარმოებლებს მოსთხოვეს, პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობის შესახებ ეტიკეტებზე განეთავსებინათ ინფორმაცია, რის შემდეგაც ზოგიერთმა მწარმოებელმა საგრძნობლად შეამცირა მათი გამოყენება. ყოველივე ეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანი მაინც ყოველდღიურად მიირთმევს ჰამბურგერებს, ჩიზბურგერებს, ბიგმაკებს, კარტოფილ-ფრისა და სხვა საკვებს. ფასთ-ფუდის პოპულარობის მთავარი მიზეზი ცხოვრების აჩქარებული ტემპი და დროის უქონლობაა.
როგორ მოვიქცეთ
თუ დრო ყელში გიჭერთ და რაციონალური, დაბალანსებული კვების რეჟიმს მაინც ვერ იცავთ, ნუ დაანებებთ თავს ფასთ-ფუდში კვებას, უბრალოდ:
  • შეუკვეთეთ პატარა ულუფა. დიდ ულუფებსა და და ორმაგ ჰამბურგერებზე უარი თქვით, ბიგმაკი მეგობარს გაუყავით.
  • ტკბილი სასმელების ნაცვლად შეუკვეთეთ ნაკლებად ტკბილი ჩაი ან ყინულიანი წყალი, უცხიმო რძე, ახალი ხილის წვენი ან მინერალური წყალი.
  • ხშირად ნუ მიირთმევთ შემწვარს, რადგან ის უხვად შეიცავს ცხიმს. კარტოფილი-ფრის ნაცვლად ქათმის ხორცის სენდვიჩი შეუკვეთეთ, შემწვარის ნაცვლად ორთქლზე მომზადებული ან წყალში მოხარშული მიირთვით.
  • ითვალეთ კალორიები. აირჩიეთ ისეთი კაფეტერია, სადაც მენიუში საკვების ენერგეტიკული ღირებულებაც არის მითითებული და შეკვეთამდე გადაითვალეთ.
  • ხშირად ესტუმრეთ ისეთ კაფეს, სადაც ხორციან კერძებსა და სენდვიჩებთან ერთად ბოსტნეულის სალათების ფართო არჩევანია.
მაკდონალსი

მაკდონალდსი, დღესდღეობით, სწრაფი კვების ერთერთი ყველაზე დიდი რესტორანია. მსოფლიოს მასშტაბით, ის ყოველდღე 47 მილიონ ადამიანს ემსახურება. ტრადიციულად, მისი მენიუ წარმოდგენილია ჰამბურგერით, ჩიზბურგერით, ქათმისგან დამზადებული საკვებით, შემწვარი კარტოფილით, გამაგრილებელი სასმელებითა და დესერტით. ტრადიცია კი სათავეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველი ნახევრიდან იღებს. 1940 წელს, ძმებმა დიკ და მაკ მაკდონალდებმა გახსნეს რესტორანი სან ბერნანდინოში, კალიფორნიაში. თავიანთ “სწრაფი მომსახურების სისტემაში”( “Speedee Service System”), 1948 წელს, მათ წარმოადინეს სწრაფი კვების  თანამედროვე ინდუსტრიის ძირითადი პრინციპები. თავდაპირველად, მაკდონალდსის სახედ ითვლებოდა კაცუნა, სახელად “Speedee” -მზარეულის ქუდითა და ჰამბურგერის თავით; მოგვიანებით კი, ის რონალდ მაკდონალდმა – ანუ ფერადკოსტიუმიანმა მასხარამ შეცვალა.
“მაკდონალდსის” სახელით რესტორანი პირველად 1961 წლის 4 მაისს გამოჩნდა. მისი აღწერილობა ასეთი იყო: “Drive-In Restaurant Services”- ანუ მანქანში მომსახურება. ბრენდის ცნობილი სიმბოლო “M” 1968 წელს შეიქმნა. მას დღესაც იყენებენ ამ ქსელის რესტორნები მსოფლიოს მასშტაბით. მაკდონალდსის პირველი რესტორნები აშშ-ში, კანადაში, კოსტარიკაში, პანამაში, იაპონიაში გაიხსნა. დღესდღეობით, მსოფლიოს 119 ქვეყანაში ამ სახელწოდების 31 000 რესტორანი ფუნქციონირებს, სადაც 1,5 მილიონი ადამიანია დასაქმებული. კომპანია ფლობს განსხვავებული, არასტანდარტული სახის რესტორნებსაც. მაგალითად, “McDrive”, რომელსაც მანქანის გასაჩერებელი სპეციალური სადგურები აქვს; ან თემატური რესტორანი “Solid Gold McDonald’s”-აქ 50-იანი წლების როკენროლს შეგიძლიათ მოუსმინოთ; ვიქტორიის შტატში კი საშუალება მოგეცემათ 24-კარატიანი ოქროს ჭაღით განათებულ მაკდონალდსში მიირთვათ; “McCafé”-ში საუკეთესო ხარისხის ყავით გაგიმასპინძლდებიან; სპეციალურად მძღოლებისა და მოგზაურებისთვის კი სატვირთო მანქანების გაჩერებებთან ახლოს გახსნილია “McStop”.
2006 წელს, დიდი რეორგანიზაციის შემდეგ, მაკდონალდსი აღიარეს, როგორც “მარად ახალგაზრდა” ბრენდი. ახალი დიზაინით, ტრადიციული წითელი და ყვითელი ფერები შეცვალეს ოქროსფრითა და სტაფილოსფრით, რომ უფრო “მზიანი”, ნათელი იერი მიეცათ მისთვის. რესტორნების კედლები დაამშვენეს თანამედროვე მხატვრობისა და ფოტოგრაფიის ნიმუშებით, პლასტმასის ინვენტარი კი ხითა და აგურით შეცვალეს. რესტორნები დაიყო ზონებად: ოჯახებისთვის-სავარძლებითა და მოსახერხებელი ბალიშებით მოწყობილი; ე.წ. “მოქნილი” ზონა – ბარითა და მაღალი სკამებით; აგრეთვე, სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოყვარულთა ზონებად და ა.შ.
2000 წლიდან მაკდონალდსმა დაიწყო გარემოს დაბინძურების პრობლემაზე ზრუნვა. მან დაიწყო ნედლეულის გადამუშავება და მისგან ახალი პროდუქტის მიღება. მაგალითად, მცენარეული ცხიმისგან სატვირთო მანქანის ზეთის წარმოება. ელექტროენერგიის მომხმარების შესამცირებლად, 2000 წელს, შვედეთში, ქსელმა გახსნა რესტორანი, რომელიც იყენებდა ცის ბუნებრივ განათებას, მაგიდები კი მეორეული ნედლეულისგან იყო დამზადებული.
მაკდონალდსს სწრაფი კვების ინდუსტრიის გლობალიზაციის გამო ხშირად აკრიტიკებენ. 1999 წელს ფრანგი ანტიგლობალისტი ჟოზე ბოვე შეიჭრა რესტორნის ნახევრადაშენებულ შენობაში, რათა პროტესტი გამოეხატა მის რეგიონში სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობის გამო.
კომპანიას, ასევე, ბრალს სდებენ, რომ ის მომხმარებელს არაჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს, რაც დასავლეთის ქვეყნებში გავრცელებული ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემების ერთერთი გამომწვევი მიზეზია. სწორედ ამის გამო, მაკდონალდსმა მენიუს დაამატა სალათები და ხილი. გაერთიანებულ სამეფოში მაკდონალდსის ქსელის ხელმძღვანელმა, სტივ ისტერბრუკმა განსაკუთღებით პრეტენზიულ ბრიტანელ მომხმარებლებზე თქვა: “ მათ ყველაზე მეტად ხარისხი და ეთიკური მხარე აინტერესებთ იმ პროდუქტისა, რომელსაც მიირთმევენ”.
სწორედ იმის გამო, რომ მაკდონალდსი გლობალიზაციასთან ასოცირდება, გაჩნდა ტერმინი “მაკდონალდიზაცია”. დამკვიდრდა ე.წ. “Big Mac Index”. ის გულისხმობს, რომ სხვადსხვა ქვეყანაში “ბიგ მაკის” ფასი შეიძლება ქვეყნის მსყიდველთუნარიანობის არაფორმალური  მაჩვენებელი გახდეს. მაგალითად, ბიგ მაკიყველაზე ძვირი  ნორვეგიაში ღირდა 2008 წლის ივლისში, ყველაზე იაფი კი-მალაიზიაში.
ზოგი მკვლევარი თვლის, რომ kომპანია ჯილდოს იმსახურებს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარძე მომსახურების სტანდარტის ამაღლების გამო. ამ მხრივ, განაკუთრებით გამოყოფენ აღმოსავლეთ აზიას, კერძოდ, ჰონგ კონგს. ამ ქვეყანაში მაkდონალდსმა პირველი რესტორანი 1975 წელს გახსნა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს ჰონგ კონგში სუფთა და მოწესრიგებულ ინტერიერს სთავაზობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მაკდონალდსმა თანამშრომლობა დაიწყო Sinopec-თან, ჩინეთის სიდიდით მეორე სანავთობო კომპანიასთან. დაბოლოს, მაკდონალდსის ქსელმა საფრანგეთში, ლუვრის მუზეუმთან მიაღწია ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, 2009 წლის ბოლოს, ლუვრის ერთერთ შესასვლელთან გაიხსნება მაკდონალდსის რესტორანი და McCafé. აქედან გამომდინარე, ეს აღარ არის უბრალოდ სწრაფი კვების ობიექტი. მაკდონალდსი არის მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი მთელი სისტემა, რომელიც ბევრისთვის უფრო მეტია ვიდრე “Speedee Service System”. თუ Thomas Friedman-ის სიტყვებს გავიხსენებთ: ” No country with a McDonald’s had gone to war with another”.


Monday, January 28, 2013

სწრაფი კვება იმდენად მოედო მსოფლიოს, რომ შეიძლება მას "იმპერიაც კი ვუწოდოთ". მან მრავალ ქვეყანაში ტრადიციული სამზარეულოც კი განდევნა. ალბათ ბევრი თქვენგანი თვლის, რომ სწრაფი კვება ამერიკელებმა გამოგიონეს, მაგრამ ეს ასე არაა. ასეთ საჭმელს ჯერ კიდევ რომაელები მოიხმარდნენ, მაგრამ იგი მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტით იყო დამზადებული.
რა ზიანს გვაყენებს სწრაფი კვების პროდუქტები

სწრაფი კვებისას ადამიანი ჭამს ჰოთდოგს, ჰამბურგერს, შაურმას, ჩიფსს და სხვა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ისეთი გემრიელია, რომ ჩვენ ჭამის დროს არც კი ვუფიქრდებით, რომ ასეთი საკვების დიდი რაოდენობით მიღებით საშინელ საფრთხეში ვაგდებთ ჩვენ ორგანიზმს.
სწრაფი კვების პროდუქტებით ჩვენ ძირითადად ქუჩაში ვიკვებებით.

რა ზიანს გვაყენებს სწრაფი კვების პროდუქტები


ასეთ კვებას ბევრი უარყოფითი მხარე გააჩნია. სიჩქარეში საკვებს კარგად არ ვღეჭავთ და კუჭში ხვდება მექანიკურად (პირის ღრუში ღეჭვისას ხდება საკვების მექანიკური დამუშავება) დაუმუშავებელი და ნერწყვით გაუჟღენთავი(ნერწყვით იწყება საკვების ქიმიური დამუშავება) ლუკმები. ამიტომ სწრაფი კვება ხშირად გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, შეკრულობის მიზეზი ხდება. ქუჩაში კვებისას ვერ ვიცავთ ჰიგიენას და შეიძლება ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს სალმონელოზის, დიზენტერიისა და სხვა დაავადებათა გამომწვევი ჭიის კვერცხები.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიზარდა ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვი, რასაც მეცნიერები სწორედ სწრაფ კვებას უკავშირებენ. საქმე ისაა, რომ როგორც წესი, ეს საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით კალორიებს, მდიდარია ქოლესტერინით, ღარიბია ვიტამინებით, მასში დარღვეულია ბალანსი ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწლებს შორის. ასევე ყველასათვის ცნობილია ალბათ ისიც, რომ მაკდონალდში დამზადებული საკვებიც არაა სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისათვის. 


   სწრაფი კვება და                        ჯანმრთელობა

           ჩვენი ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ დიდსა თუ პატარას ძალიან უჭირს დროის განაწილება. მით უმეტეს, თუ ქალი მუშაობს. რთული სამუშაო დღის შემდეგ მას აღარც დრო რჩება და აღარც ენერგია საიმისოდ, რომ მეორე დღისთვის კერძები მოამზადოს. ზოგჯერ კი თვით ოჯახის წევრების ყოველდღიური გრაფიკი ისეთი გადატვირთულია, თუნდაც გამზადებული კერძის მისართმევად შინ მისვლის დრო არც რჩებათ. ამიტომ დიდი თუ პატარა, შეიძლება ითქვას, იძულებულია "გარეთ" იკვებოს.
          თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმის ადეკვატურად შეიქმნა სწორედ ე.წ. ფასტ ფუდი - სწრაფი კვება, რომელიც მართლაც ეხმარება უამრავ ადამიანს დროის ეკონომიაში. ბავშვები ხომ აღფრთოვანე-ბულიც კი არიან გარეთ კვებით. მათ ძალიან მოსწონთ სწრაფი კვების როგორც პროდუქტები, ასევე პროცესი. მაგრამ სწრაფ კვებას თავისი მომხიბვლელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, უარყოფითი მხარეც აქვს. ის მავნებელია. მით უმეტეს, თუ სისტემატური ხასიათი აქვს. ამიტომ უნდა შევეცადოთ, მოვძებნოთ კომპრომისი! ფასტ ფუდი სულაც არ არის ამერიკელების გამოგონილი, როგორც მიაჩნიათ. სწრაფი კვების მოყვარულნი ჯერ კიდევ ძველი რომაელები იყვნენ, რომელთა სახლებშიც ყოველთვის როდი იყო სამზარეულოები. სამაგიეროდ ხშირად მიდიოდნენ ბაზარში, სადაც მიირთმევდნენ კვერებს ყველით, მწვანილით ან ხორცით, რომლებსაც გადასხმული ჰქონდა ზეითუნის ზეთი. ამგვარი კვებით არც ავადმყოფობდნენ და არც სუქდებოდნენ. მთავარი კი ის გახლდათ, რომ პროდუქტები ნატურა-ლური და ახალი იყო და თანაც, სამკურნალო ზეითუნის ზეთით შეზავებული. ფასტ ფუდის თანამედროვე მწარმოებლები ზეითუნის ზეთს, სამწუხაროდ, არ სწყალობენ და "სწრაფ საკვებს" მავნებელი მარგარინით ამზადებენ. კარგად დაფიქრდით, თქვენი შვილი ბავშვობიდანვე როგორ საკვებს ეჩვევა - დედიკოს ხელით დამზადებულ ხაჭაპურსა და გუფთას თუ ჰამბურგერს? მხედველობაში მიიღეთ, რომ ფასტ ფუდს ბავშვები სწრაფად ეჩვევიან, გამორჩეულად ამოიჩემებენ და იმის გამუდმებულ ახსნას, რომ კარტოფილი ფრი და გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვის მავნებელია, აზრი არ აქვს.


კვების ესთეტიკა


         ევროპის თანამეგობრობის ქვეყნებში მოქმედებს ბავშვებისთვის განკუთვნილ ფასტ ფუდზე ამრძალავი რეკლამა. და ეს სწორიც არის, რადგან ბავშვები არიან ყოველივე მიმზიდველის, მაცდუნებლისა და... მავნებლის მთავარი "დამფასებლები". ამიტომ უნდა შეიარაღდეთ სწრაფი კვების მეგაკორპორაცი-ებისთვის დამახასიათებელი ხერხებით - მოამზადეთ საუზმე ბავშვებისთვის საკმაოდ მიმზიდველად, ისე, რომ მან დაჩრდილოს ყველა სახის ჰამბურგერი, ჰოთდოგი, ჩისბურგერი და ა.შ. მაგალითად, გაჭერით შუაზე გემრიელი და გარეგნულად მიმზიდველი ფუნთუშა ან საბუტერბროდე პური, მოამზადეთ მრავალფეროვანი შიგთავსი: მწვანე სალათის ფოთოლი, პამიდორი, ბულგარული წიწაკა, უცხიმო ხაჭო ან ყველი (სულგუნიც შეიძლება). შიგთავსის შემადგენლობა შეიძლება ცვალოთ (თხლად შემწვარი კატლეტით ან თხლად დაჭრილი მოხარშული ხორცით), მთავარია მიმზიდველად და მადისაღმძვრელად გამოიყურებოდეს, რომ მასზე ვერც დიდმა და მით უმეტეს ვერც პატარამ უარის თქმა ვერ შეძლოს. ბავშვიც ხალისიანად მიირთმევს "შინაურ ჰამბურგერს", თქვენც გეცოდინებათ, რომ იგი ყველაფერ სასარგებლოს შეიცავს და რაც მთავარია, ბავშვის ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს.
          ვიკვებოთ სწრაფად... დიახ, შეგვიძლია ვიკვებოთ სწრაფად და ამავე დროს ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას. ეს შესაძლებელია, მთავარია დავიცვათ რამდენიმე წესი. არ უნდა გამოვიყენოთ არანაირი მყარი ცხიმი, შევამციროთ ნახშირწყლების რაოდენობა, მივიღოთ მეტი რაოდენობით ბოსტნეული, ხილი, მცენარეული ცხიმები და მარცვლოვანი კულტურები. თქვენ და თქვენს შვილს გიყვართ შაურმა? მოამზადეთ ე.წ. პიტა შემდეგი შიგთავსით: ყველი, მწვანილი და ბოსტნეული. ეს "კონვერტი" რამდენიმე წუთით მოათავსეთ მიკროტალღოვან ღუმელში ან ტაფაზე, რომელსაც მჭიდროდ თავდახურულს დადგამთ ძალიან ნელ ცეცხლზე. რამდენიმე წუთში კი... თითებს ჩაიკვნეტთ. "ჰამბურგერი" შავი პურითაც (ფუნთუშის ნაცვლად) არანაკლებ მადისაღმძვრელად გამოიყურება, კატლეტი შეგიძლიათ შეცვალოთ მოხარშული ხორცით ან თევზით, დაუმატეთ პომიდორი, კიტრი, სალათის ფოთლები და გოგრის თესლი. კიდევ ერთი საგულისხმო რეცეპტი: მოხარშული მწვანე ლობიო, პომიდორი და ყველის დაჭრილი ულუფები მოათავსეთ ტაფაზე, რომელიც დაფარული იქნება მცენარეული ზეთით, ყველაფერ ამას ზემოდან მოასხით ათქვეფილი კვერცხი. ხუთი წუთი და "ჯანმრთელი" კერძი მზად იქნება! სწრაფი კვების პროდუქტებში თითქმის ყოველთვის ფიგურირებს პომიდორი, რომელიც ვიტამინებით მდიდარია, ძალზე სასარგებლოა და ამასთანავე შეუძლია მავნე ჩვევისგან გაგვათავისუფლოს. როგორც აღმოჩნდა, პომიდორი და ზოგიერთი სხვა ბოსტნეული (კარტოფილი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა) მდიდარია ნიკოტინის მჟავათი. მეცნიერები თვლიან, რომ თუ ადამიანის ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ხვდება ეს მჟავა, მოწევის სურვილი მცირდება ან საერთოდ ქრება. ასე რომ, თუ გსურთ მოწევას თავი დაანებოთ, მოიმარაგეთ გემრიელი და მწიფე პომიდორი და აქტიურად გამოიყენეთ ის სწრაფი კვების პროდუქტებში. სწრაფი კვებაც შეიძლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ ვაქციოთ.
ადგილმდებარეობა





View Untitled in a larger map



ვოდეო სწრაფ კვებაზე